„ტორპედოსთვის“ დავალიანების დასაფარად მიცემული ვადა სავარაუდოდ გადაიწევს
„ტორპედოსთვის“ დავალიანების დასაფარად მიცემული ვადა სავარაუდოდ გადაიწევს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ „ტორპედოსთვის“ დავალიანების დასაფარად მიცემული ვადა სავარაუდოდ გადაიწევს – ამის შესახებ პირველ არხს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჩეჩელაშვილმა განუცხადა.

ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, არსებული დავალიანების დასაფარად ვადის გადაწევის თაობაზე ქუთაისის ხელისუფლებამ და იმერეთის მხარის ადმინისტრაციამ უშუამდგომლა. კლუბის აღმასრულებელი დირექტორისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ვადას აძლევს ფედერაცია „ტორპედოს“. მისივე ინფორმაციით, იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, მოასწრებს თუ არა ჩვენი გუნდი სათანადო მომზადებას ჩემპიონატისთვის. პირველი თამაში პირველ მარტს არის ჩანიშნული და გორის „დილას“ ვხვდებით. იმედი გვაქვს, მოლაპარაკრბათა პროცესი წარმატებით დასრულდება. ჩემი ინფორმაციით, იტალიელი ინვესტორი ქუთაისში ოთხშაბათს ჩამოვა“, – განუცხადა პირველ არხს თემურ ჩეჩელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, ამ პრობლების მოსაგვარებლად ფედერაციისგან მიცემული ვადა კი დღეს იწურება. თუ ფედერაცია ვადას არ გადასწევს, „ტორპედო“ უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადაინაცვლებს.

დატოვე კომენტარი