„ტორპედოში“ ნიკა კაჭარავას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთეს - „ჩვენთან ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა“ #1TVSPORT
„ტორპედოში“ ნიკა კაჭარავას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთეს - „ჩვენთან ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა“ #1TVSPORT

ნიკა კაჭარავა ქუთაისის „ტორპედოში“ ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ გუნდთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გუნდის სპორტულმა დირქტორმა, ლაშა დვალიშვილმა გააკეთა.

„ნიკა თურქულ შეკრებაზე გუნდს რამდენიმე დღის წინ შემოუერთდა, ვარჯიშობს, მაგრამ ოფიციალურად კონტრაქტი არ გაფორმებულა. შესაბამისად, ჯერ ვერ დავადასტურებ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი სპორტული დირექტორი ლაშა დვალიშვილი.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა (19 მატჩი, 3 გოლი) ბოლოს სამხრეთ კორეაში, „ჯეონამ დრაგონსში“ თამაშობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

28 წლის ფეხბურთელმა კარიერა თბილისის „დინამო 2“-ში დაიწყო, უთამაშია „ცხინვალში“, „როსტოვში“, „ეთნიკოსში“, კილჩესკორონაში“, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, პოზნანისლეხში“. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე.