„ტორპედოში“ მჭედლიძის დებიუტი შედგა - ქართული კლასიკო „დინამომ“ მოიგო #1TVSPORT
„ტორპედოში“ მჭედლიძის დებიუტი შედგა - ქართული კლასიკო „დინამომ“ მოიგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 29-ე ტური ქართული კლასიკოთი დასრულდა – „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

დინამო-არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბუილი გამოდგა, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი იყო. სეზონის დასასრულის მოახლოებისთანავე „დინამო“ საჩემპიონო ბრძოლისთვის მოგება სჭირდებოდა, ხოლო „ტორპედოს“ – ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

თბილისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემით მე-7 წუთზე ფაბიან სპორკსლედემ ისარგებლა და „დინამო“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „დინამოსაც“ შეეძლო უპირატესობის გაზრდა და ქუთაისურ კლუბს – წონასწორობის აღდგენა. მაგრამ ორივე გუნდის მეკარე საიმედოდ თამაშობდა – თბილისელებიდან მომენტებით ვერ ისარგებლეს გიორგი პაპავამ და ოსეი ბარნსმა, ხოლო „ტორპედოდან“ – ფადი ზიდანმა და მეჰდი ბუკასიმ.

ამ შეხვედრის მნიშვნელოვანი ამბავი 81-ე წუთზე მოხდა, როდესაც ქუთაისის „ტორპედოში“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის დებიუტი შედგა. მან ერთ ეპიზოდში თავის ყოფილ გუნდს მწვავედ შეუტია, მაგრამ საბოლოოდ, „დინამომ“ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და 1:0 მოიგო.

საბოლოოდ, „დინამომ“ მოიგო, 29 ტურის შემდეგ 56 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოსთან“ (63) 7-ქულიანი დისტანცია შეინარჩუნა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ 26 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა და ისევ სარისკო ზონაში იმყოფება.

დატოვე კომენტარი