„ტორპედოში“ კამერუნელი ფეხბურთელი ვარჯიშობს - ჯერ ბენგალასთან კონტრაქტი არ გაფორმებულა #1TVSPORT
„ტორპედოში“ კამერუნელი ფეხბურთელი ვარჯიშობს - ჯერ ბენგალასთან კონტრაქტი არ გაფორმებულა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისთვის მზადება ჯემალ ხერხაძის სახელობის სამწვრთნელო ბაზაზე დაიწყო. გუნდის პრესსამსახურმა კახა ჩხეტიანის გუნდის ვარჯიშის ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე გულშემატკივრებისთვის უცნობი მოთამაშე გამოჩნდა. კლუბის პრესსამსახურმა დაინტერესებულ გულშემატკივარს უპასუხა, ვინ არის ეს მოთამაშე – „ეს ფეხბურთელი ალექს ბენგალა გახლავთ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუ იქნება სიახლე, განცხადებას აუცილებლად გავაკეთებთ“.

დავინტერესდით და საერთაშორისო სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტზე“ ინფორმაცია მოვიძიეთ – ალექს ბენგალა 23 წლის კამერუნელი ნახევარმცველია, მაგრამ იტალიის მოქალაქეა. 184 სმ სიმაღლის მოთამაშე ცენტრალური მცველის და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ბენგალა ძირითადად სერია „ც“-ს გუნდებში გამოდიოდა, 2018 წელს სერია „ბ“-ს „პრატოში“ გადავიდა, ხოლო 2020 წელი „ამატრიცეში“ დაიწყო, მაგრამ შემდეგ მასზე ინფორმაცია აღარ მოიპოვება.

შეგახსენებთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ქუთაისის „ტორპედო“ სამ მოთამაშეს დაემშვიდობა – კლუბი მიხაილ რადჩენკომ, მუროდჯონ ტუიჩიბაევმა და ზაურ გოგუაძემ დატოვეს.