„ტორპედოსა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი ჩაიშალა #1TVSPORT
„ტორპედოსა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი ჩაიშალა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ქუთაისში უნდა გამართულიყო – „ტორპედოს“ თბილისის „ლოკომოტივისთვის“ უნდა ემასპინძლა. მაგრამ „რამაზ შენგელია – არენაზე“ დაგეგმილი მატჩი გადაიდო.

„დღევანდელი შეხვედრა უამინდობის გამო გადადებულია. ჩატარების თარიღს სულ მალე გაგაცნობთ“, – ავრცელებს ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახური.

ეს პირველი შეხვედრა არაა, რომელიც გადაიდო. პირველად 9 მარტს დაგეგმილი მე-3 ტურის შეხვედრა ჩაიშალა, რომელიც თელავის „კავკასიონ-არენაზე“ უნდა გამართულიყო – „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ ასევე დიდთოვლობის გამო ვერ უმასპინძლა. ამ მატჩის გამართვის თარიღიც ჯერ უცნობია.