„ტორპედოსა“ და „დილას“ შეხვედრა გადაიდო
„ტორპედოსა“ და „დილას“ შეხვედრა გადაიდო

ეროვნული ლიგის გათამაშებაში მეორე ნახევარი დაიწყო. დღეს, 6 აგვისტოს, პირველი შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოს“ უნდა ჩაეტარებინა და გორის „დილასთან“ ეთამაშა.

თუმცა, ქუთაისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ გუნდს 9 აგვისტოს, ალბანურ „კუკეშისთან“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი და ეროვნული ლიგის ეს დაპირისპირება გადადო.

„ტორპედოსა“ და „კუკეშის“ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 9 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება. ქუთაისური გუნდის ხელმძღვანელობამ მატჩზე წამსვლელი გულშემატკივრებითვის მიკროავტობუსები დაიქირავა, რომლებიც თბილისისკენ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონიდან 15:00 საათზე გავლენ.

მერაბ მამულაშვილი

დატოვე კომენტარი