ტორპედოს ყოფილი მოთამაშე შახტარში ჩაირიცხა
ტორპედოს ყოფილი მოთამაშე შახტარში ჩაირიცხა

ქუთაისის ტორპედოს ყოფილი მოთამაშე ვალერი ბონდარენკო დონეცკის შახტარში ჩაირიცხა – ამ ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

2014 წელს ქუთაისური კლუბი რევაზ ძოძუაშვილმა ჩაიბარა და უკრაინელი მცველი სწორედ მან აიყვანა. მაშინ ბონდარენკო 19 წლის იყო და კარიერის აწყობას ცდილობდა. ბონდარენკომ საქართველოში მცირე ხნით ითამაშა და ტორპედოს ფორმა 14-ჯერ მოირგო.

ქუთაისის შემდეგ ბონდარენკო თამაშობდა სტრიის სკალაში, 2017 წელს კი ოლექსანდრიაში. მან დონეცკელებთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.