„ტორპედოს“ ყოფილი მცველი ინკუმი განაში დაბრუნდა #1TVSPORT
„ტორპედოს“ ყოფილი მცველი ინკუმი განაში დაბრუნდა #1TVSPORT

სამუელ ინკუმმა ქუთაისის „ტორედო“ დეკემბერში დატოვა და რადგან საქართველოში შესაფერისი კლუბი ვერ მოძებნა, კარიერის სამშობლოში, აკრასჰართსში“ გაგრძელება გადაწყვიტა – განელ მცველზე ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

სამუელ ინკუმი განიდან ევროპაში 2009 წელს წავიდა და შვეიცარიული „ბაზელის“ ფეხბურთელი გახდა, შემდეგ კი ჯაბა კანკავას თანაგუდნელი იყო დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“. ასევე ითამაშა ფრანგულ „ბასტიაში“, ბერძნულ „პლატანიაში“, ამერიკულ „დც იუნაიტედში“, „ ანტალიასპორში“, ბულგარულ „დუნავაში“.

საქართველოში 2020 წელს ჩამოვიდა და „სამტრედიას“ ფეხბურთელი გახდა, ხოლო 2021–2022 წლებში ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა და გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

2008–2015 წლებში ინკუმი იყო განას ეროვნული გუნდის წევრი და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი. ახალგაზრდულ ნაკრებში გახდა მსოფლიო (2009) და აფრიკის ჩემპიონი (2009), აფრიკის ერთა თასის ვიცე-ჩემპიონი (2010), შვეიცარიის ჩემპიონი და თასის მფლობელი (2010).