„ტორპედოს“ სპეციალური პრიზი გადასცეს
„ტორპედოს“ სპეციალური პრიზი გადასცეს

კოალიცია „უფლებადამცველთა სახლმა“ რამდენიმე წლის წინ დააწესა პრიზი – “სწრაფვა გამარჯვებისკენ”. აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა გუნდს, რომელიც სეზონში თამაშის შემოტრიალებას ყველაზე მეტჯერ შეძლებს (მაგალითად, 0:1-დან 2:1 მოგებას და ა.შ).

დასრულებულ სეზონში ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ყველაზე მეტჯერ (5) ეს ქუთაისის “ტორპედომ” მოახერხა. ერთ-ერთ რესტორანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე “ტორპედოს” კოალიციის ლიდერი, მამუკა ტუსკაძე ესტუმრა და გუნდს თასი გადასცა, რომელიც ქუთაისელთა კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ ჩაიბარა.

ამასთან, “ტორპედოს” სპეციალური სიგელი და უფასო იურიდიული მომსახურების ერთწლიანი ბარათებიც გადაეცა.