„ტორპედოს“ ქიმაძეც დაემშვიდობა
„ტორპედოს“ ქიმაძეც დაემშვიდობა
ქუთაისის „ტორპედოს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემშვიდობა – გუნდი გიორგი ქიმაძემ დატოვა.
 
ინფორმაცია „ტორპედოს“ ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, სადაც მოთამაშის სიტყვებიცაა მოხმობილი – ქიმაძე გუნდს და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს. იმედია, ერთ დღეს „ტორპედო“ ისევ ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო!“- ამბობს ქიმაძე.
შეგახსენებთ, რომ „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ბათუმის „დინამოსთან“ ბოლო ტურის შეხვედრამდე გუნდი დატოვეს მამუკა კობახიძემ, რიჩარდ ლუკამ, ამბროსი ჩაჩუამ, ოლექსანდრ აზაცკიმ და ნიკოლა სტიეპოვიჩმა. ბათუმელებთან მატჩის შემდეგ კი წასულთა სიას შეუერთდნენ ლევან გეგეჭკორი და მერაბ გიგაური.