"ტორპედოს" პრეზიდენტის განცხადება: მიუღებელია საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართული ფეხბურთის მომავალს
"ტორპედოს" პრეზიდენტის განცხადება: მიუღებელია საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართული ფეხბურთის მომავალს

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, ზაალ ჩაჩავამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია.

„ქუთაისის „ტორპედოს“ წარმატებები განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკის შედეგად, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში. ამასთან ერთად მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც აკნინებს და საფრთხეს უქმნის ქართული ფეხბურთის მომავალს, მითუმეტეს თუ ის გახმოვანებულია საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ. გამომდინარე აქედან, ჩვენი გუნდი ემიჯნება და ყოველთვის გაემიჯნება ამ ტიპის განცხადებებს. „ტორპედო“ მხარს უჭერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დღევანდელ პოლიტიკას და ყოველთვის მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში“ – წერია ზაალ ჩაჩავას განცახდებაში.

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებიც ჩამოაყალიბა: „ტორპედო“ ქუთაისის მერიისგან 2016 წელს შევიძინე და სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, არაერთხელ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები. 2016 წელს ავიღეთ დავით ყიფიანის სახელობის თასი, 2017 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონი, 2018 წელს ავიღეთ სუპერ თასი და 25 ნოემბერს კიდევ მოვიპოვეთ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. ამავდროულად ეფექტურად ვიასპარეზეთ ევროტურნირებზე. სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად საკმაოდ დიდი ინვესტიცია განვახოციელეთ გუნდში და სოლიდური თანხები მოვიპივეთ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მომავალ წლებში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და არაერთხელ გავახარებთ ქალაქ ქუთაისს და საქართველოს“.