„ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე ქუთაისელ გულშემატკივრებს შეხვდა #1TVSPORT
„ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე ქუთაისელ გულშემატკივრებს შეხვდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე გუნდის გულშემატკივრებს შეხვდა და კლუბთან დაკავშირებული თემების შესახებ ესაუბრა, – ინფორმაციას „ტორპედოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. საუბრის ძირითადი დრო კლუბში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებს დაეთმო. შეხვედრაზე განიხილეს აკადემიის ფუნქციონირება, შეფასდა ძირითადი გუნდის შედეგები“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ეროვნული ლიგის მეორე წრის პირველ შეხვედრაში ქუთაისელებმა სამტრედიაში თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლეს და 0:3 დამარცხდნენ. შედეგად, გუნდი მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ საქართველოს თასის მფლობელია და ზაფხულში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.