„ტორპედოს“ პრეზიდენტი დავალიანებაზე - ახალ სპონსორს მოვიყვან, სხვაგვარად გუნდიდან წავალ
„ტორპედოს“ პრეზიდენტი დავალიანებაზე - ახალ სპონსორს მოვიყვან, სხვაგვარად გუნდიდან წავალ

ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბი „We Are Torpedo – ჩვენ ვართ ტორპედო“-ს წევრები საღორიას ბაზაზე „ტორპედოს“ პრეზიდენტს, ზაზა ჩაჩავას შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები წარმოიქმნა და ქუთაისელთა ფანკლუბის წევრებს ჩაჩავასთან შეხვედრა ვითარებაში გასარკვევად სჭირდებოდათ.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ქუთაისელი ფანები დაინტერესდნენ, ჩაჩავა ახერხებს თუ არა დავალიანების გასტუმრებას და საერთოდ, გუნდთან მიმართებაში რა გეგმები გააჩნია, დარჩება თუ მიდის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჯიმში მიმდინარეობა.

„დავალიანების გასასტუმრებლად დრო მჭირდება, მაქსიმუმ, მაისის ბოლომდე. პლუს, მაქვს სერიოზული იმედი, რომ „ტორპედოში“ ახალი სპონსორი შემოვა, რომელიც დავალიანებასაც გაისტუმრებს და გუნდს, მინიმუმ, წლის ბოლომდე დააფინანსებს. და თუ ეს ვერ მოვახერხე, მე წავალ, გუნდი კი ქუთაისის მერიას დაუბრუნდება, რომელიც „ტორპედოზე“ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. მერე კი მის გასხვისებაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს“, – განაცხადა ჩაჩავამ „ტორპედოს“ ფანებთან შეხვედრაზე.