„ტორპედოს“ პირველი ტრანსფერები - ქუთაისელებმა სამურკასოვი და გოშაძე დაიმატეს #1TVSPORT
„ტორპედოს“ პირველი ტრანსფერები - ქუთაისელებმა სამურკასოვი და გოშაძე დაიმატეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ტრანსფერები განახორციელა და ორი ახალი მოთამაშე დაიმატა, ორივე თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი მოთამაშეა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„დავით სამურკასოვი და ოთო გოშაძე „ტორპედოს“ ფეხბურთელები არან. 24 წლის ნახევარმცველმა და 25 წლის კიპერმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმეს. წარმატებებს ვუსურვებთ დათოს და ოთოს „ტორპედოს“ დიდ ოჯახში“, – ვკითხულობთ ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

დავით სამურკასოვი 2022 წელს თბილისის „ლოკომოტივიდან“ საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის (სუპერლიგა 2) კლუბ „ეპისკოპიში“ გადავიდა, მაგრამ ისევ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. სამურკასოვი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

ოთო გოშაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, ბათუმის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“, „თელავში“, 2022 წლიდან კი თბილისის „ ლოკომოტივში“ გამოდიოდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.