„ტორპედოს“ პირველი ქულა მიმდინარე სეზონში - ელიგის 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა #1TVSPORT
„ტორპედოს“ პირველი ქულა მიმდინარე სეზონში - ელიგის 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა #1TVSPORT

საბურთალომ“ ეროვნული ლიგის მესამე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ ქულას დასჯერდა. თუმცა, მატჩის მსვლელობისას მოვლენები ისე განვითარდა, წაგების საფრთხის წინაშეც დადგა.

საბურთალომ“ პირველივე წუთებიდან შეუტია და სახიფათო მომენტი მე-5 წუთზე შექმნა „ტორპედოს“ კარში თორნიკე ძებნიაურმა დაარტყა, უშედეგოდ… მე-7 წუთზე გიორგი გულიაშვილი ცდილობდა კარის აღებას… ყველაზე რეალური საგოლე შეტევა კი მასპინძლებმა 41-ე წუთზე წამოიწყეს, მეკარესთან პირისპირ გიორგი გულიაშვილი გავიდა, მაგრამ ქუთაისელთა მეკარე ლევან შოვნაძე ფეხებში ჩაუვარდა და სტუმრები აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ გააქტიურდა და კონტრშეტევებზე სახიფათო მომენტები შექმნა – გატანა შეეძლოთ მეჰდი ბუკასის და ალადინ სალაკუს, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლეს. „საბურთალომ“ კი ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 76-ე წუთზე შექმნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ ლევან ნონიკაშვილი გავიდა, მაგრამ „ტორპედო“ გოლისგან მეკარე ლევან შოვნაძემ იხსნა. ამ დროს საბურთალოელთა ნახევარმცველმა თორნიკე ძებნიაურმა პენალტი მოითხოვა, პრეტენზიის გამო მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა, ქუთაისელებმა სეზონში პირველი ქულა მოიპოვეს, მაგრამ პირველი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და სამი ტურის შემდეგ 1 ქულით მე-9 ადგილზე არიან. „საბურთალომ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, მაგრამ 5 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა.

ამით ეროვნულ ლიგაში დასრულდა მესამე ტური, რომელშიც უჩვეულოდ ცოტა გოლი ვიხილეთ. 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. გათამაშებას 7-7 ქულით ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“ ლიდერობენ.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 0:0

10. 03. 2021. თბილისი. „მიხეილ მესხი – არენა“

საბურთალო“: მეგრელიშვილი – მალი, კაკუბავა, ჯგერენაია (53. ცნობილაძე), ლაცაბიძე – ძებნიაური, ტერა – ი. ტაბატაძე (63. შულაია), მანდრიჩენკო (63. ლ. ნონიკაშვილი), გულიაშვილი (63. ერისთავი) – თ. ტაბატაძე (87. გოჩოლეიშვილი)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

ტორპედო“: შოვნაძე – მირცხულავა, ქაფიანიძე, ტუიჩიბაევი – ვ. ტაბატაძე, მამასახლისი (90+5. გოგუაძე), რეკიში (79. ძარია), ნადარაია – ბუკასი, სალაკუ (72. შარვაშიძე), ზიდანი

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია

მთავარი არბიტრი: ა. აფციაური

გაფრთხილებები: ძებნიაური (38), ბუკასი (59), შარვაშიძე (80), ცნობილაძე (89)

გაძევება: ძებნიაური (77. მეორე ყვითელი)