„ტორპედოს“ მცველმა აფრიკის შესარჩევში ითამაშა - მუდიმუს ზიმბაბვე განასთან დამარცხდა #1TVSPORT
„ტორპედოს“ მცველმა აფრიკის შესარჩევში ითამაშა - მუდიმუს ზიმბაბვე განასთან დამარცხდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ცენტრალურმა მცველმა, ალეკ მუდიმუმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩი ჩაატარა. ქუთაისელთა ფეხბურთელმა ზიმბაბვეს ეროვნული გუნდში განის ნაკრებთან ითამაშა.

ჰარარეს ნაციონალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზიმბაბვემ აფრიკის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან და ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან ვერაფერი გააწყო და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, ტომას პარტიმ გაიტანა.

ქუთაისელთა მცველმა ზიმბაბვეს ნაკრებში მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ზიმბაბვეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის აფრიკის შესარჩევის „ჟ“ ჯგუფში ასევე სამხრეთ აფრიკასთან და ეთიოპიასთან თამაშობს. ოთხი ჩატარებული მატჩის შემდეგ მუდიმუს ნაკრები ერთი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

მუდიმუ პირველად ზიმბაბვეს ნაკრებში 2018 წლის მარტში გამოიძახეს. სულ ნაკრებში 22 მატჩი ჩაატარა. მუდიმუ მოგვიანებით გამოიძახეს ზიმბაბვეს ნაკრებში COSAFA თასზე, რომელიც ზიმბაბვემ მოიგო – ფინალში ზამბია დაამარცხა. 2018 წლის ოქტომბერში მან ზიმბაბვეს ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის ერთა თასის შესარჩევი ეტაპზე ითამაშა.

ალეკ მუდიმუ „ტორპედოს“ ფეხბურთელი 27 აგვისტოს გახდა. 26 წლის მცველი ქუთაისურ კლუბში თურქული „ანკარასპორიდან“ გადავიდა. ზიმბაბვეს ეროვნული ნაკრების წევრი ეროვნულ ლიგაში 16-ნომრიანი მაისურით თამაშობს.

დატოვე კომენტარი