„ტორპედოს“ კაპიტანს „დინამოში“ იწვევენ - კაპანაძისა და აზაცკის ტრანსფერი გამოირიცხა
„ტორპედოს“ კაპიტანს „დინამოში“ იწვევენ - კაპანაძისა და აზაცკის ტრანსფერი გამოირიცხა
„დინამო არენას“ მედია დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე, თბილისის „დინამოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა სატრანსფერო სიახლეებზე ილაპარაკა.
 
მან არ დამალა, რომ თბილისურ კლუბში გადასვლა ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანს, როინ კვასხვაძესაც შესთავაზა.
„როინ კვასხვაძის „დინამოში“ დამატებაზე ლაპარაკი ნამდვილად არის. მაგრამ ეს მოლაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც თქვა, რომ კლუბის შეცვლას აპირებდა. გვირჩევნია ჩვენთან მოვიდეს, ვიდრე სხვაგან ითამაშო“– აცხადებს კახა ჩხეტიანი.
თუმცა, „დინამოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სხვა ტორპედოელების გადასვლაზე გავრცელებული ხმები უარყო: „თორნიკე კაპანაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია, მაგრამ მასთან „დინამოში“ წასვლაზე ნამდვილად არ გვილაპარაკია“.
ჩხეტიანმა „ტორპედოს“ ყოფილი მოთამაშის, უკრაინელი მცველის, ოლექსანდ აზაცკის დამატების სურვილი ასევე არ დაადასტურა: „ეს არასწორი ინფორმაციაა. აზაცკიმ ოპერაცია გაიკეთა და არ შევხმიანებივარ“.