„ტორპედოს“ ფეხბურთელები „საბურთალოსთან“ თამაშზე უარს ამბობენ - ქუთაისური კლუბი ისევ პრობლემების წინაშეა #1TVSPORT
„ტორპედოს“ ფეხბურთელები „საბურთალოსთან“ თამაშზე უარს ამბობენ - ქუთაისური კლუბი ისევ პრობლემების წინაშეა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში, ქუთაისის „ტორპედო“ „საბურთალოს“ ესტუმრება, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ თბილისში ძირითადი გუნდის ფეხბურთელები არ ითამაშებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში, „საბურთალოს“ წინააღმდეგ მონაწილეობას ძირითადი გუნდის არც ერთი ფეხბურთელი არ მიიღებს, კლუბი აღნიშნულ შეხვედრაში მეორე გუნდის, ასევე U19-ის და U17-ის ფეხბურთელებით იასპარეზებს“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი მივიდა, მაგრამ გავრცელდება ცნობა, რომ მათ კლუბი დატოვეს. ამავე დროს, საქართველოს პირველ არხზე გამოქვეყნდა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, აიეტ კუკავამ განაცხადა, რომ მისი კომპანია „ტორპედოში“ ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა.

აიეტ კუკავას თქმით, სადეპოზიტო ანგარიშზე ინვესტორებმა საგარანტიო თანხად 7 მილიონი დოლარიც დაუდეს, კლუბში მისვლას უახლოეს პერიოდში იმედოვნებს – ასეთ შემთხვევაში, ამ სეზონშივე აპირებს მიიყვანოს ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც „ტორპედო“ ევროზონის ადგილისთვის იბრძოლებს.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდში სოლიდურ ინვესტიციებს დააბანდებს, რომ პირველ ეტაპზე ინვესტიციების მოცულობა 20 მილიონ დოლარამდე იქნება. ამ ყველაფრის მიზანი კი ისაა, რომ „ტორპედო“ აღმოსავლეთ ევროპის ტოპ-10 კლუბში შევიდეს.