„ტორპედოს“ ბულგარელი ახალწვეული - პირველი მატჩის შედეგი უნდა დავივიწყოთ
„ტორპედოს“ ბულგარელი ახალწვეული - პირველი მატჩის შედეგი უნდა დავივიწყოთ

ქუთაისის „ტორპედო“ ბულგარელი ლეგიონერი, ლაზარ მარინი, რომელმაც 9 აგვისტოს „კუკეშის“ კარში გოლის გატანა მოახერხა, დარწმუნებულია, რომ ევროპის ლიგის პლეი ოფში გასასვლელად გუნდს ალბანეთში უმძიმესი თამაში გადატანა მოუწევს.

„პირველი შეხვედრის შედეგი უნდა დავივიწყოთ და მოედანზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს, 0:0-ია. მეტოქის დაუფასებლობა კარგს არაფერს მოგვიტანს, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ამიტომ, იქაც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ალბანეთიდან ევროპის ლიგის პლეი ოფის საგზურით დავბრუნდებით“ – ამბობს მარინი.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვდერა ხვალ, ელბასანის სტადიონზე გაიმართება.