„ტორპედოს“ ახალმა მეპატრონემ „იუვენტუსის“ ჰიმნი იმღერა (ვიდეო)

ეს კადრები ქუთაისშია გადაღებული – ფაბრიციო მანინო ტურინის „იუვენტუსის“ ჰიმს მღერის.

როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მეპატრონე, იტალიელი ინვესტორი „ბებერი ქალბატონის“ გულშემატკივარია.

მანინომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საპრესკონფერენფიო დარბაზში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გუნდის წევრები და გულშემატკივრები რესტორანში დაპატიჟა და ბოლოს საყვარელი გუნდის ჰიმნი დაამღერა.

ფაბიო მანინოს საკუთრებაშია გემები და გადამზიდავი კომპანია, ასევე გემთშენებელი ქარხანა. მისი ძირითადი ბიზნესი კი სასტუმროთა ქსელია, ასევე აქვს სამშენებლო ბიზნესი.