„ტორპედომ“ ზიმბაბვეს ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„ტორპედომ“ ზიმბაბვეს ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ საინტერესო ტრანსფერი განახორციელა – გუნდში 26 წლის მცველი ალეს მუდიმუ ითამაშებს, რომელიც ზიმბაბვეს ნაკრების წევრია, ბოლოს კი ტირასპოლის „შერიფში“ და თურქულ „ანკარასპორში“ თამაშობდა.

საკლუბო კარიერა

მუდიმუ დაიბადა ჰარარეში და ხუთი წლის ასაკში გადავიდა ინგლისში, ცხოვრობდა ჰერტფორდშირში და ლონდონში. თამაშობდა „შეფილდ უენსდეის“ ასაკორივ გუნდებში და „სტალიბრიჯ სელტიკში“, რომელსაც 2011 წელს შეუერთდა. 2015 წლის იანვარში იჯარით „რედკლიფში“ გადავიდა.

მოგვიანებით მან ითამაშა „ნორტვიჩ ვიქტორიაში“ და „სტოკპორტ სიტიში“, 2017 წლის ივლისში უელსის პრემიერ ლიგის „სეფნ დრუიდსს“ შეუერთდა, ხოლო 2017 წლის დეკემბერში – ინგლისის „სტოკპორტ თაუნსს“. 2019 წლის 11 დეკემბერს მოლდოვის ტირასპოლის „შერიფმა“ მუდიმუსთან კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ 2021 წლის იანვარში ის თურქულ „ანკარასპორში“ გადავიდა.

საერთაშორისო კარიერა

მუდიმუ პირველად ზიმბაბვეს ნაკრებში 2018 წლის მარტში გამოიძახეს. მან სადებიუტო მატჩი 2018 წელს ოთხი ერის ტურნირის ნახევარფინალში მასპინძელ ზამბიასთან გამართა და მას შემდეგ 21 მატჩი ჩაატარა.

ალეკ მუდიმუ

დაიბადა 1995 წლის 8 აპრილს ჰარარეში, ზიმბაბვე (26 წელი)

სიმაღლე – 185 სმ

პოზიცია – ნახევარმცველი

ახალგაზრდული კარიერა

შეფილდ უენსდეი

2011-2012 სტალბრიჯის სელტიკი

პროფესიული კარიერა

2012–2016 სტალიბრიჯის სელტიკი 42 (5)

2015 → რედკლიფ ბორო

2016–2017 ნორტვიჩი ვიქტორია

2017 სტოკპორტ თაუნი

2017–2020 სეფნ დრუიდი 64 (12)

2020–2021 შერიფი ტირასპოლი 6 (1)

2021 – ანკარასპორი 15 (0)

ეროვნული გუნდი

2018– ზიმბაბვე 21 წელი (0)