„ტორპედომ“ თურქული შეკრება მოგებით დაასრულა #1TVSPORT
„ტორპედომ“ თურქული შეკრება მოგებით დაასრულა #1TVSPORT

თურუქლ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლო საკონტროლო შეხვედრა თურქეთის პირველლიგელი „ერზრუმსფორთან“ გამართა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო – 1:0.

ერთადერთი გოლი გუნდის კაპიტნის, ვაჟა ტაბატაძის ანგარიშზეა, რომელმაც გიორგი ქიმაძის გადაცემით ისარგებლა. ამ მატჩით ქუთაისელებმა თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს.

კახა ჩხეტიანის გუნდი ერზურუმში15 ივლისს გაემგზავრა. შეკრება ორი კვირა გრძელდებოდა – ამ პერიოდში „ტორპედომ“ 4 საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა, მაგრამ 3 ჩაატარა, რადგან „რიზესპორთან“ მატჩი აღარ გაიმართა.

„ერზრუმსფორამდე“ წინა ორი შეხვედრა „ტორპედომ“ სუპერლიგის გუნდებთან გამართა – პირველი „გირესუნსპორთან“ 0:0 დაასრულა, „უმრანიესპორთან“ კი 3:0 მოიგო.

„ტორპედო“ საწვრთნელ პროცესს საქართველოში განაგრძობს. 7 აგვისტოს კი პირველ ოფიციალურ მატჩს საქართველოს თასზე „ვიტ ჯორჯია 2“-თან გამართავს.