"ტორპედომ" სლოვაკი მოთამაშე დაიმატა
"ტორპედომ" სლოვაკი მოთამაშე დაიმატა

ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე გადართულ ქუთაისის „ტორპედოს“ სლოვაკი თავდამსხმელი დაემატა – ინფორმაციას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ქუთაისელების მორიგი ახალწვეული 30 წლის მილოშ ლაჩნია. სლოვაკმა ფორვარდმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მილოშ ლაჩნის ბოლო კლუბი სლოვაკური „ჟილინაა“, სადაც მცირე ხნის წინ თბილისის „დინამოს“ მცველი გიორგი თევზაძე გადავიდა. ლაჩნი თამაშობდა „რუზომბეროკში“ (სლოვაკეთი), „შლიონსკში“ (პოლონეთი), „გროდნოში“ (ბელორუსი), „დანდი იუნაიტედსა“ (შოტლანდია) და პრაღის „სპარტაში“ (ჩეხეთი).

2009-10 წლების სეზონში ქუთაისელთა ახალწვეულმა ჩეხეთის ჩემპიონატი მოიგო, 2010/11 წელს კი – ქვეყნის სუპერთასიც; მილოშ ლაჩნის ევროტურნირებზე 16 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა. იყო სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ფეხბურთელი უკვე ქუთაისშია და გუნდთან ერთად ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაიო ეტაპის მატჩისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო და „ვიკინგურს“ (ფარერები) 26 ივლისს ქუთაისში, რამაზ შენგელაის სახელობის სტადიონზე მიიღებს, ხოლო 2 აგვისტოს ნორორაგოტაში ესტუმრება.