ტორპედომ სამეულში დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა
ტორპედომ სამეულში დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ქუთაისის „ტორპედომ“ ქულები მოულოდენლად დაკარგა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ ლამის ყველა შეხვედრა მოიგო, სახლში კი მეშვიდეადგილოსან „რუსთავს“ ვერ აჯობა.

„რამაზ შენგელია -არენაზე“ გამართულ ამ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: 56-ე წუთზე, ოთარ მარცვალაძემ ქუთაისელთა დაცვას თავბრუ დაახვია და მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია, მაგრამ 17 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ დამატებაზე „რუსთავი“ დააწინაურა. მართალია, 72-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ორ წუთში სტუმრები ბექა ქავთარაძემ, მეორედ, ეფექტური გოლით დააწინაურა – 1:2. ქუთაისელებმა მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს და 90+1 წუთზე ცენტრალური მცველის – მამუკა კობახიძის გოლით, ქულა მაინც მოიპოვეს. შედეგად 2:2 და ეროვნულ ლიგაში „ტორპედოს“ წაუგებელი სერია 12-მდე გაზარდა.

„ტორპედომ“ 49 ქულა დააგროვა, ისევე როგორც გორის „დილამ“ და მეოთხე ადგილზეა. ქუთაისელები ერთი ქულით ჩამორჩებიან საჩხერის „ჩიხურას“ თუმცა ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული, სამეულში დაწინაურების შანსი კი დღეს ხელიდან გაუშვეს. „რუსთავი“ კი 30 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.