„ტორპედომ“ „საბურთალოსთან“ თამაში შემოატრიალა #1TVSPORT
„ტორპედომ“ „საბურთალოსთან“ თამაში შემოატრიალა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს.

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისურმა კლუბმა ქუთაისელებს „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. „ტორპედოს“ მცველის შეცდომით შეიკნე სილამ ისარგებლა და თბილისელები დააწინაურა. თუმცა, „ტორპედომ“ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა. 57-ე წუთზე ქუთაისელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც მაურო კაბალიერომ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

63-ე წუთზე ომრან ჰაიდარის დარტყმულს გიორგი ჯგერენაია გადაეფარა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 90-ე წუთზე კი ქუთაისელების 18 წლის კამერუნელმა ლეგიონერმა, ფრანსუა ეკონგოლომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

20 ტურის შემდეგ „საბურთალო“ 38 ტურით მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ წყალტუბოს „სამგურალი“ დაეწია, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (27) მეექვსე პოზიციაზეა.