„ტორპედომ“ „მეშახტე“ დაამარცხა - გიორგი არაბიძემ საიუბილეო მატჩი გოლით აღნიშნა #1TVSPORT
„ტორპედომ“ „მეშახტე“ დაამარცხა - გიორგი არაბიძემ საიუბილეო მატჩი გოლით აღნიშნა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-14 ტური წყალტუბოში გამართული მატჩით დაიწყო – ქუთაისის „ტორპედო“ ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:1.

ანგარიში 50-ე წუთზე „მეშახტემ“ გახსნა – თავი ლადო ჩიხრაძემ გამოიჩინა. რამდენიმე წუთში კომნენ ანდრიჩმა წონასწორობა აღადგინა, სერბმა თავდამსხმელმა ამ მატჩი ჰეთთრიკი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი 78-ე წუთზე გიორგი არაბიძემ დააფიქსირა, რომელმაც ქუთაისური კლუბის მაისურით საიუბილო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

ქუთაისის „ტორპედომ“ წაუგებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდა, 22 ქულა დააგროვა და სანამ ტურის სხვა მატჩები გაიმართება, მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო „მეშახტე“ მე-10 პოზიციაზე დარჩა.

მე-14 ტურის დარჩენილი მატჩები:

20 მაისი

19:00 | „იბერია“ – „გაგრა“

21:00 | „დილა“ – „დინამო თბილისი“

21 მაისი

19:00 | „სპაერი“ – „დინამო“ (ბთ)

21:00 | „რუსთავი“ – „სამგურალი