„ტორპედომ“ მჭედლიშვილი დაიმატა - ფეხბურთელმა „სამტრედიასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა შეათანხმა #1TVSPORT
„ტორპედომ“ მჭედლიშვილი დაიმატა - ფეხბურთელმა „სამტრედიასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა შეათანხმა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოში” კარიერას გიორგი მჭედლიშვილი გააგრძელებს. 30 წლის მარჯვენა მცველმა ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ ჯერ კომენტარის გაკეთებას მოერიდა.

29 წლის გიორგი მჭედლიშვილი მარჯვენა მცველია – მას არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია: თბილისის „ლოკომოტივში“, მარტვილის „მერანში“, „ვიტ ჯორჯიაში“, „დინამო თბილისში“, ლანჩხუთის „გურიაში“, „სამტრედიაში“, წყალტუბოს „სამგურალში“. ასევე აქვს ევროპაში თამაშის გამოცდილება – ხორვატულ „გორიცასა” და ლატვიურ „ვენტსპილსში“.

მჭედლიშვილისთვის ყველაზე წარმატებული „სამტრედიაში” თამაშის პერიოდი იყო, რომლის შემადგენლობაშიც 2016 წელსაც საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეროვნულ ლიგაში წლის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.

შევიტყვეთ, რომ გიორგის ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ „სამტრედიასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა შეათანხმა, ახალ გუნდში ჩარიცხვის იურიდიული საკითხი კი უახლოეს დღეებში მოგვარდება.