ტორპედომ ლიდერი დაამარცხა
ტორპედომ ლიდერი დაამარცხა

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის ლიდერი „საბურთალო“ სტუმრად დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა და სამეულს მიუახლოვდა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და მე-14 წუთზე გიორგი ქიმაძის გოლით დაწინაურდა. 75-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა და ქუთაისელთა უპირატესობა გაზარდა – 0:2, ხოლო 84-ე წუთზე არფანგ დაფემ მოქმედი ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა 0:3.

ქუთაისის „ტორპედომ“ 22 შეხვედრაში (3 მატჩი გამოტოვებული აქვს) 37 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა. „საბურთალომ“ კი ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, მაგრამ 56 ქულით მაინც პირველ ადგილს ინარჩუნებს.