„ტორპედომ“ ისვე ვერ მოიგო - ქუთაისელები „კოლხეთს“ დაუზავდნენ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ფოთში „კოლხეთს“ ესტუმრა და კვლავ ვერ მოიგო – 2:2.
შეხვედრა ფოთელებმა კარგად დაიწყეს მე-14 წუთზე გიორგი აბუაშვილის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდნენ. მაგრამ „ტორპედომ“ წონასწორობა სამ წუთში აღადგინა – მასპინძლებს ბიორნ იონსენმა გაუტანა – გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა და თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.
შესვენების შემდეგ იგივე სურათი განმეორდა – 49-ე წუთზე თორნიკე შეყილაძემ „კოლხეთი“ ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ ქუთაისელებთა ანგარიში მალე გაათანაბრეს – 56-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შვიდი ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთი“ ხუთი ქულით მე-8 ადგილზე დაწინაურდა. ასევე 5 ქულა აქვს ქუთაისის „ტორპედოს“, მაგრამ ის კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის და მე-7 ადგილზეა.