„ტორპედომ“ ისევ წააგო, „საბურთალო“ შეუჩერებელია
„ტორპედომ“ ისევ წააგო, „საბურთალო“ შეუჩერებელია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ქუთაისის „ტორპედო“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა – სუპერთასის მფლობელი მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ თბილისის „მიხეილ მესხზე“ ესტუმრა და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დამარცხდა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე ტორპედოს კაპიტნის, როინ კვასხვაძის უხეში შეცდომის შედეგად გახსნეს. სტუმართა მეკარის მოგერიებული ბურთი ლაშა შინდაგორიძემ ჩაჭრა და კარის წინ გეგა დიასამიძეს გადასცა პასი, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 1:0. შინდაგორიძემ მე-16 წუთზე „საბურთალოს“ უპირატესობა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაზარდა – 2:0. 26-ე წუთზე შინდაგორიძემ შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა და შეტევა ოგნიენ როლოვიჩს გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც დიასამიძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0, „საბურთალოს“ სასარგებლოდ.

ამგვარად, მოქმედი ჩემპიონი ოთხ შეხვედრაში მოპოვებული ოთხი მოგებით გათამაშების ლიდერია და დარჩენილი მატჩების მიუხედავად, ტურს ლიდერის რანგში დაასრულებს.

მეოთხე ტურის დარჩენილი მატჩები 16-17 მარტს გაიმართება:

16 მარტი

„რუსთავი“ – „ჩიხურა“

„დინამო“ (ბთ) – „დილა“

17 მარტი

„სიონი“ – „ვიტ ჯორჯია“

„ლოკომოტივი“ – „დინამო“ (თბ)