„ტორპედომ“ ისევ ვერ გაიტანა - „დილამ“ პირველი ქულა მოიპოვა #1TVSPORT
„ტორპედომ“ ისევ ვერ გაიტანა - „დილამ“ პირველი ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ გოლის გატანა ეროვნული ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ მოახერხა და გორის „დილასთან“ ქულები გაიყო – 0:0.

ამ გუნდების მეორე ტურის მატჩი სამტრედიაში გაიმართა, რადგან ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის გამო ქუთაისელები საკუთარ ქალაქში ვერ თამაშობენ.

გასული სეზონის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლების დაპირისპირება დაბალ ტემპში წარიმართა და გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართლა – მეტოქეებმა საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს – 0:0.

ორი ტურის შემდეგ „ტორპედოს“ და „დილას“ მოგება არ აქვთ. ქუთაისელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ითამაშეს ფრედ, ხოლო გორის „დილამ“ სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.