ტორპედომ ისევ მოიგო და სამეულს მიუახლოვდა
ტორპედომ ისევ მოიგო და სამეულს მიუახლოვდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-19 ტუირის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ქუთაისელებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და ანგარიში სწრაფად გახსნეს. მეექვსე წუთზე გორელთა კარი, გიორგი ქიმაძის გადაცემით, სლოვაკმა თავდამსხმელა – მილოშ ლაჩნიმ აიღო, 44-ე წუთზე კი,  ქუთაისელთა უპირატესობა ორამდე – ლევან კუტალიამ გაზარდა.

ამ მოგებით „ტორპედომ“ 25 შეხვედრაშ 44 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა და სამეულს მიუახლოვდა – მოქმედმა ჩემპიონმა მესამეადგილოსან „დილასთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და კონკურენტზე ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.