„ტორპედომ“ „გაგრიდან“ მცველი დაიმატა #1TVSPORT
„ტორპედომ“ „გაგრიდან“ მცველი დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს – გუნდს „გაგრიდან“ გიორგი ქობულაძე შეუერთდა.

„გიორგი ქობულაძე „ტორპედოს“ შეუერთდა. 25 წლის მარცხენა მცველი უკვე გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის „ტორპედოს“ დიდ ოჯახში“, – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.

ქობულაძემ კარიერა 9 წლის წინ, 16 წლის ასაკში „სასკოში“ დაიწყო, საიდანაც 2014 წლის 1-ელ ივლისს კიევის „ლოკომოტივ-საქართველოში“ ჩაირიცხა, სადაც 13 ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. 2015 წელს კი „ინგულეცში“ გადავიდა, სადაც 2019 წლამდე თამაშობდა. მერე დაბრუნდა საქართველოში და „გაგრაში“ 4 წელი გამოდიოდა.

ქუთაისის „ტორპედომ“ უკვე დაიმატა ჩრდილოეთ მაკედონიელი დაშმილ ელეზი, საბერძნეთიდან ჩამოიყვანა დავით სამურკასოვი, „ლოკომოტივიდან“ – მეკარე ოთო გოშაძე, ხოლო ახლახან ბრაზილიური „ფლამენგოდან“ – ნახევარმცველი კეიკე დავიდი.