„ტორპედომ“ ფეხბურთელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - მუდიმუმ გუნდი დატოვა #1TVSPORT 
„ტორპედომ“ ფეხბურთელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - მუდიმუმ გუნდი დატოვა #1TVSPORT 

ქუთაისის „ტორპედომ“ ორ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა ბაქარ მირცხულავამ და „შავ-თეთრების“ ღირსებას კიდევ ორი წელი დაიცავს. გამოცდილი მცველი ლისაბონის „ბენფიკას“ დუბლების კაპიტანი იყო, მშობლიური ქალაქის გუნდის რიგებში კი 74 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ასევე ორი წლით გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი ვაჟა ტაბატაძემ, რომელმაც „ტორპედო” ყველაზე რთულ დროს არ მიატოვა. ქუთაისელთა გამოცდილ კაპიტანს „ტორპედოს“ რიგებში 176 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ცნობილი გახდა, რომ გუნდს დაემშვიდობა 26 წლის ცენტრალური მცველი ალეკ მუდიმუ, რომელიც ამჟამად ზიმბაბვეს ეროვნულ ნაკრებთან ერთად კამერუნში იმყოფება და აფრიკის თასზე თამაშობს. მუდიმუ დიდი ხანი არ იყო საქართველოში, მაგრამ მან ისტორიული და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა მარტვილის „მერანის“ კარში პლეი ოფის მატჩის ბოლო წუთებზე და ქუთაისის „ტორპედოს“ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.