„ტორპედომ“ ესპანური შეკრება მოგებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„ტორპედომ“ ესპანური შეკრება მოგებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ესპანურ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი გიბრალტარის „ევროპასთან“ გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დურკ შუსტერის გუნდმა გიბრალტარელებს სამივე ბურთი მეორე ტაიმში გაუტანა – თავი ირაკლი ბიძინაშვილმა, ფელიპე პირესმა და ჯონათან დოს სანტოსმა გამოიჩინეს.

„ტორპედო“ (სასტარტო შემადგენლობა): კლიაიჩი, კვირკველია, პირმენტალი, ვარლეი, გიგაური, ბიძინაშვილი, ფაცაცია, ღუდუშაური, პირესი, კოხრეიძე, იონსენი.

სათადარიგოები: გოშაძე, სახო, ჩერიფი, ლიმა, ტოფაძე, დოს სანტოსი, ტყეშელაშვილი, ბასილაძე, რეხვიაშვილი.

ამ შეხვედრით ქუთაისის „ტორპედომ“ ესპანური შეკრება დაასრულა, სადაც სამი მატჩიდან ორი ფრედ ითამაშა და ერთი მოიგო.

ეროვნულ ლიგაში ქუთაისელები პირველ შეხვედრას პირველ მარტს „რამაზ შენგელია არენაზე“ „გაგრასთან“ გამართავენ.