„ტორპედომ“ დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით მარბელაში პირველი მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
„ტორპედომ“ დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით მარბელაში პირველი მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ესპანურ შეკრებაზე ახალი მთავარი მწვრთნელის, დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენლ „ჩერკასთან“ ფრედ ითამაშა – 1:1.

მარბელას საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრას უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი ესწრებოდა. „ჩერკასის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო საქართველოს ნაკრების კანდიდატი შოთა ნონიკაშვილი, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს. 54-ე წუთზე კი „ჩერკასის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ქუთაისელების თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა უნაკლოდ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.

„ტორპედო“ – „ჩერკასი“ 1:1

„ტორპედო“ (სასტარტო შემადგენლობა): კლიაიჩი, სახო, პიმენტალი, ნადარაია, ვარლეი, გიგაური, ბიძინაშვილი, პირესი, ღუდუშაური, კოხრეიძე, იონსენი.