„ტორპედომ“ დამაჯერებლად მოიგო - არაბიძემ სერბები გააოცა, შულაიამ პანენკასავით გაიტანა, მჭედლიძემ გოლი გაიხსენა [ვიდეო] #1TVSPORT
თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე გია ცეცაძის ქუთაისის „ტორპედომ“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშით დაამარცხა კრუშევაცის „ნაპრედაკი“, რომელიც სერბეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილზეა.
სერბები თავად აღნიშნავენ, რომ მოედანზე მწვანე მაისურებში გასული ქართველები უკეთ გამოიყურებოდნენ. „ტორპედომ“ ანგარიში მე-4 წუთზე ლევან მჭედლიძის გოლით გახსნა. 53-ე წუთზე გიორგი არაბიძემ საჯარიმოს სიახლოვიდან ეფექტური დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. სამი წუთის შემდეგ კოჩიჩის გამოყენებულმა პენალტმა სერბებს მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, მაგრამ 81-ე წუთზე არაბიძემ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და ანგარიში 3:1 გახადა.
„საქართველოს გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და დამაჯერებელ გამარჯვებას დამსახურებულად მიაღწია. კიდევ ერთხელ, არაბიძემ 81-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ფანტასტიკური გოლი გაიტანა“, – წერს სერბული გუნდის ვებ-გვერდი.
თამაშის ბოლო წუთზე კრუშევაცის „ნაპრედაკის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც აკაკი შულაიამ პანენკას სტილში შეასრულა და ამ ეფექტური გოლით ეფექტურ მოგებას წერტილი დაუსვა – „ტორპედომ“ 4:1 მოიგო.
„ტორპედო“ – „ნაპრედაკი“ 4:1
გოლები: 1:0 ლევან მჭედლიძე (4), 2:0 გიორგი არაბიძე (53), 2:1 კოჩიჩი (57), არაბიძე (81), 4:1 შულაია (90 პენ)
„ტორპედო“: ჰამზიჩი, აბულაძე, სანდოხაძე, ნადარაია, ტაბატაძე, კუხიანიძე, მანჯგალაძე, შერგელაშვილი, პაპუნაშვილი, ახვლედიანი, მჭედლიძე
სათადარიგოები: კვასხვაძე, შულაია, არაბიძე, ბუღრიძე, გოგლიჩიძე, ჩარგეიშვილი, თევზაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ძარია.