„ტორპედომ“ „ჩიხურასთან“ ქულები გადაარჩინა
„ტორპედომ“ „ჩიხურასთან“ ქულები გადაარჩინა

სანაკრებო პაუზამდე, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა -საჩხერეს „ჩიხურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა და მეტოქეები დაზავდნენ.

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართული ეს მატჩი საჩხერელთა უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებში დიდი უპირატესობაც მოიპოვეს: მე-5 წუთზე გიორგი კორიფაძის მშვენიერი პასით ანგარიში კახა კახაბრიშვილმა გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძის გადაცემით ლუკა კიკაბიძემ ისარგებლა და „ჩიხურა“ 2:0 დაწინაურდა.

ქუთაისელები მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ, კარგად ათამაშდნენ და ტაიმის მიწურულამდე „ჩიხურას“ ეს უპირატესობა 9 წუთში გააბათილეს. 36-ე წუთზე მცველების შეცდომით ჯერ გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა, ხოლო 44-ე წუთზე მისი გადაცემით ვიტალი პონომარმა წონასწორობა აღადგინა – 2:2.

ეროვნულ ლიგაში გამართული 12 ტურის შემდეგ საჩხერეს „ჩიხურამ“ 5 ქულა დააგროვა და თბილისის „მერანს“ გადაასწრო, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ (13 ქულა) „სამტრედიასთან“ უპირატესობა ქულამდე გაზარდა.

მე-12 ტურის ბოლო შეხვედრა „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ შორის გადადებულია – 4 ოქტომბერს დაგეგმილი მატჩი 23 ოქტომბერს ჩატარდება. შეხვედრა „დინამო-არენაზე“ უნდა ჩატარებულიყო, სადაც საქართველოს ნაკრები ბელარუსს მიიღებს – მოედნის საფარზე ზრუნვის გამო, 4 დღით ადრე სხვა მატჩის გამართვა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.