„ტორპედომ“ „ჩიხურა“ დაამარცხა - კუტალიამ სეზონის გოლი გაიტანა (ვიდეო)
„ტორპედომ“ „ჩიხურა“ დაამარცხა - კუტალიამ სეზონის გოლი გაიტანა (ვიდეო)

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 24-ე ტური ქუთაისში გამართული შეხვედრით დასრულდა – რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედომ“ საჩერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ერთად-ერთი გოლი 58-ე წუთზე გავიდა. გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ საჩერელთა კარი ლევან კუტრალიამ აიღო და მიმდინარე სეზონში ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი გახდა.

საბოლოოდ, „ტორპედომ“ 1:0 მოიგო, 34 ქულა დააგროვა და მეოთხეადგილოსან „ჩიხურასთან“ სხვაობა 4 ქულამდე შემაცირა. თუმცა, ქუთაისელებმა ევროთასებზე მონაწილეობის გამო სამით ნაკლები მატჩი ჩაატარეს.

ეროვნულ ლიგას 56 ქულით „საბურთალო“ ლიდერობს, თბილისის „დინამო“ (51 ქულა) მეორეზეა, ხოლო გორის „დილა“ კი (42 ქულა) – მესამეზე.