„ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა 
„ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა 

ქუთაისის „ტორპედომ“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

„ტორპედომ“ ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა – თავი თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა 1:0. სამ წუთში მეტოქის კარი ნოდარ ქავთარაძემ აიღო. მერე ტაიმში ქუთაისელთა ფორმით 24 წლის ბუდუ ზივზივაძე გამოჩნდა, რომელმაც კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან მშვენიერი სადებიუტო მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა (53, 90) და გრიგოლ დოლიძეს (60) საგოლე გადაცემა გაუკეთა. ბათუმელებიდან კი პრესტიჟის გოლი ნიკა საბანაძის (69) ანგარიშზეა.  საბოლოოდ, შეხვედრა „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა 5:1.

3 თებერვალს ქუთაისელები თურქეთში გაემგზავრებიან და სეზონისთვის მზადებას იქ გააგრძელებენ.

დატოვე კომენტარი