„ტორპედომ“ ახალწვეულები წარადგინა - ზიდანმა 10 ნომერი ვერ მიიღო
„ტორპედომ“ ახალწვეულები წარადგინა - ზიდანმა 10 ნომერი ვერ მიიღო

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ და სპორტულმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ წინასასეზონო პრესკონფერენცია გამართეს და მედიას ახალწვეულები წარუდგინეს.

გუნდმა სულ 10 ფეხბურთელი წარადგინა. დამატებულ მოთამაშეთაგან პრეზენტაციას მხოლოდ ორი ქართველი იყო – ალეკო ჩაკვეტაძე და ვახტანგ ნებიერიძე. დანარჩენი ყველა ლეგიონერი გახლდათ. ფეხბურთელებს გიორგი შენგელიამ მუდმივნომრიანი მაისურები გადასცა.

დინო ჰამზიჩი, 33 წლის, მეკარე, ბოსნია 30

სამუელ ინკუმი, 31 წლის, მცველი, განა 22

მუროჯონ ტუჩიბაევი, 30 წლის, მცველი, უზბეკეთი 27

მიხეილ რადჩენკო, 24 წლის, მცველი, რუსეთი 23

მეჰდი ბოუკასი, 24 წლის, ნახევარმცველი, ალჟირი 10 –

ალადინ სალაკუ, 26 წლის, ნახევარმცველი, ალბანეთი 11

დმტრი რეკიში, 32 წლის, ნახევარმცველი, ბელარუსი 15

ფადი ზიდანი, 27 წლის, თავდამსხმელი, პალესტინა 9

ალეკო ჩაკვეტაძე, 25 წლის, მცველი, საქართველო 37

ვახტანგ ნებიერიძე, 21 წლის, მცველი, საქართველო 39