„ტორპედოელები“ გულშემატკივარს ავტოგრაფიან ბურთებს გადასცემენ - ქუთაისელები სათასო მატჩისთვის ემზადებიან #1TVSPORT
„ტორპედოელები“ გულშემატკივარს ავტოგრაფიან ბურთებს გადასცემენ - ქუთაისელები სათასო მატჩისთვის ემზადებიან #1TVSPORT

2 ნოემბერს საქართველოს თასის ფინალისტები გაირკვევა. საგზურის მოსაპოვებლად ნახევარფინალში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, ქუთაისის „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდებიან.

მატჩი ზესტაფონში გაიმართება, რადგან ქუთაისის „რამაზ შენგელია არენა“ რეკონსტრუქციის პროცესშია. ქუთაისელები თამაშისთვის ემზადებიან და გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება რომ გაუიოლდეთ, მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

„ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, ზესტაფონისკენ ავტობუსები ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან და ბაღდათის მერიის წინამდებარე ტერიტორიიდან, 2 ნოემბერს, დილის 11 საათზე გაემგზავრებიან, ხოლო 13 საათზე, ქუთაისელი ქომაგები ზესტაფონის სტადიონზე შეიკრიბებიან.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბადათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ტრანსპორტირებას კლუბი უფასოდ უზრუნველყოფს.

ამავე დროს, ქუთაისის „ტორპედოს“ ცნობით, მატჩის დაწყებამდე ტრიბუნაზე შეკრებილ გულშემატკივარს, გუნდის მოთამაშეები ავტოგრაფიან ბურთებს გადასცემენ.