„ტორპედოდან" კონკურენტის ბანაკში - „დინამომ" კუტალიას გადასვლა დაადასტურა
„ტორპედოდან" კონკურენტის ბანაკში - „დინამომ" კუტალიას გადასვლა დაადასტურა

პირველი არხის ინფორმაცია, რომ ლევან კუტალია ქუთაისის „ტორპედოდან” მის მუდმივ კონკურენტ გუნდში გადადიოდა, ოფიციალურად დადასტურა.

თბილისის „დინამოს” ცნობით, 29 წლის შემტევი გუნდს უკვე შეუერთდა.

„ლევან კუტალიამ „დინამოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან საფეხბურთო კარიერა ზუგდიდში დაიწყო, რის შემდეგაც რამდენიმე სეზონი ბოსნიურ „სლავიასა” და „ზრინსკიში” გაატარა. საქართველოში დაბუნების შემდეგ, კუტალია „ზუგდიდის“, „ზესტაფონის“, „შუქურას“, „მერანის“ და ბოლოს ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა.