„ტორპედოდან“ „ჰაპოელში“ - ზიდანი რიშონ ლეციონის გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
„ტორპედოდან“ „ჰაპოელში“ - ზიდანი რიშონ ლეციონის გუნდში ითამაშებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოდან” ფადი ზიდანი ისრაელის საფეხბურთო კლუბ რიშონ ლეციონისჰაპოელში“ ჩაირიცხა, რომლიც ლიგა ლეუმიტში (ისრაელის მეორე საფეხბურთო დივიზიონი) გამოდის – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

პალესტინის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი „ტორპედოში” 2021 წლის დასაწყისში ჩაირიცხა და ჯერ ყურადღება გვარით მიიქცია, შემდეგ კი – კარგი თამაშით. ზიდანმა ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ქუთაისური კლუბი კი დეკემბერში დატოვა.

ქუთაისის „ტორპედოს“ პალესტინელი თავდამსხმელი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო. 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უმ ალ-ფახმის „აპოელს“ ეკუთვნის და მისი ისრაელში დაბრუნება მოსალოდნელიც იყო.

საბოლოოდ, ზიდანი უმ ალ-ფახმისაპოელში“ არ დარჩა და იჯარით სხვა ებრაულ კლუბში გადავიდა. ფადი ზიდანი 2021 წლის სექტემბერში პალესტინის ნაკრებში მიიწვიეს და მისი ფორმით ორი მატჩი ჩაატარა.