„ტორპედოდან“ „დილაში“ - ქუთაისი ხურცილავამაც დატოვა
„ტორპედოდან“ „დილაში“ - ქუთაისი ხურცილავამაც დატოვა
ქუთაისის „ტორპედო“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა – ამიერიდან, გამოცდილი მცველი დავით ხურცილავა ისევ გორის ,,დილაში“ ითამაშებს.
31 წლის გამოცდილმა მცველმა პირველი კომენტარი „დილას“ ვებგვერდთან გააკეთა.
,,გორში დაბრუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან „დილაში“ საუკეთესო პერიოდი გავატარე და იმედს ვიტოვებ, რომ დაბრუნებაც ძალიან წარმატებული იქნება. ვფიქრობ, ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს. ბედნიერი ვარ რომ მე და კლუბის გულშემატკივრები ერთმანეთს ისევ შევხვდით და ვიმედოვნებ, რომ წარმატებას ერთად კვლავ ვიზეიმებთ” – ამბობს ხურცილავა.
31 წლის ხურცილავამ გორულ გუნდთან კონტრაქტი ერთი წლის ვადით გააფორმა. აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს“ ექს-მცველი „დილაში“ ადრეც თამაშობდა – 2014-16 წლებში, როდესაც გუნდი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი და ამ გამარჯვების ერთ ერთი შემოქმედი ხურცილავა იყო.
პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ხურცილავა გორის კლუბის გარდა სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიას“ თბილისის „დინამოს“, ბოლნისის „სიონისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა.