ქუთაისის „ტორპედომ“ სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო [ვიდეო]

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სლავა მეტრეველის სახეობის სუპერთასის მფლობელია – კახა ჩხეტიანის გუნდმა ჩემპიონი „საბურთალო“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და საპატიო ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

ქვეყნის ჩემპიონის, „საბურთალოსა“ და საქართველოს თასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ შორის შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო. კახა ჩხეტიანის გუნდს ანაგრიში გახსნის რეალურ შანსები ჰქონდა. მაგრამ გრიუგოლ დოლიძემ, ბუდუ ზივზივაძემ და ნოდარ ქავთარაძემ ამ შანსებით ვერ ისარგებლეს და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ 0:0.

მეორე ტაიმი „საბურთალომ“ კარგად დაიწყო და ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ გეგა დიასამიძემ თავისი შანსებით ვერ ისარგებლა. ამის შემდეგ უპირატესობას ისევ „ტორპედო“ დაეუფლა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა – 70-ე წუთზე, მათე ცინცაძის ჩაწოდების შემდეგ „საბურთალოს“ კარი მერაბ გიგაურმა აიღო და საბოლოოდ, „ტორპედომ“ 1:0 გაიმარჯვა და საპატიო ტიტულთან ერთად ფეხბურთის ფედერაციისგან საპრიზო 50 ათასი ლარიც მიიღო.

„ტორპედო“ 1-0 „საბურთალო“

გოლი – 1:0 გიგაური (70)

„ტორპედო“ – კვასხვაძე, გეგეჩკორი, კობახიძე, აზაცკი, სტიეპოვიჩი, ცინცაძე, გიგაური, დოლიძე, ქიმაძე, ნ. ქავთარაძე, ზივზივაძე

„საბურთალო“ – მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, გორგიაშვილი, გონსალვეში, ინტერს გი, დიასამიძე, კოხრეიძე