ტორპედო თურქეთში გაემგზავრა - ქუთაისელები 5 ამხანაგურს გამართავენ
ტორპედო თურქეთში გაემგზავრა - ქუთაისელები 5 ამხანაგურს გამართავენ

ქუთაისის ტორპედო თურქეთში გაემგზავრა, სადაც სეზონისთვის მზადების პროცესს გააგრძელებს.

კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, თურქულ შეკრებაე ტორპედო 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

06.02: ტორპედო – პანდევის აკადემია
07.02 ტორპედო – მინსკის დინამო
09.02 ტორპედო – რადი
13.02 ტორპედო – ლვოვის კარპატი
16.02 ტორპედო – კიევის არსენალი

ტორპედო თურქულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ლუკა მიქაია

მცველები: ლევან გეგეჭკორი, ვაჟა ტაბატაძე, მამუკა კობახიძე, ნიკოლა სტიეპოვიჩი, დავით ხურცილავა, ანრი ჭიჭინაძე, შალვა ბურჯანაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ვახტანგ ნებიერიძე

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ქიმაძე, გრიგოლ დოლიძე, თენგიზ წიქარიძე, ამბროსი ჩაჩუა, ნოდარ ქავთარაძე, რიჩარდ ლუკა, თამაზ შარვაშიძე

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, ბუდუ ზივზივაძე.

ტორპედოს პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდს თურქეთში უკრაინელი მცველი ოლექსანდრ აზაცკი შეურთდება.