"ტორპედო" სუპერთასის მფლობელია
"ტორპედო" სუპერთასის მფლობელია

საფეხბურთო კლუბო ქუთაისის “ტორპედო” თავისი არსებობის ისტორიაში პირველ გახდა საქართველოს სუპერთასის მფლობელი.

დავით პეტრიშვილის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი თასის მფლობელ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმი უფერული გამოდგა, მეორე ტაიმში კი გუნდებმა აქტიურობას უმატეს. ანგარიში 76-ე წუთზე საჩხერელთა ახალწვეულმა ირაკლი ბუღრიძემ გახსნა და ქვეყნის ჩემპიონი ტორპედო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

მიუხედავად ამისა, დარჩენილ მცირე დროში ქუთაისელებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 86-ე წუთზე, ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ტორპედომ 2:1 მოიგო და სუპერთასს დაეუფლა.