ტორპედო სამეულში დაბრუნდა

16:04, 31.03.2019

ქუთაისის ტორპედო სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე რუსთავს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ანგარიში 29-ე წუთზე ქუთაისელთა უკრაინელმა მცველმა, ოლეკსანდრ აზაცკიმ თავური დარტყმით გახსნა, 57-ე წუთზე კი თორნიკე კაპანაძემ ტორპედოს უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საბოლოოდ, ქუთაისის ტორპედომ 2:0 მოიგო, 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბათუმის დინამოსთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

მსგავსი