„ტორპედო“ ქუთაისში მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„ტორპედო“ ქუთაისში მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედაში „ტორპედომ“ მოქმედ ჩემპიონს, „იბერიას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა – მე-19 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული შეტევა დერეკ აგიაკვამ გაამწვავა, მისი გადაცემით კი ანგარიში თბილისელთა კაპიტანმა, გიზო მამაგეიშვილმა გახსნა.

მეორე ტაიმში ქუთაისის „ტორპედო“ დიდ უპირატესობას ფლობდა, დიდი ძალებით უტევდა და „იბერიას“ შეტევების განვითარების საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ მასპინძლებს მწირი საგოლე მომენტების რეალიზაცია გაუჭირდათ.

საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონმა ძლიერ მეტოქესთან სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 11 ტურის შემდეგ 27 ქულით ლიდერობა განიმტკიცა, ქუთაისის „ტორპედო“ (12) კი მეხუთე პოზიციაზეა.